ანჯაფარიძე: ჩვენ ჯერ არ  ვიცით, ახალ არქიტექტურაში როგორ ჩაჯდება საქართველო ან როგორ ჩასვამენ

“თითქმის ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ უკრაინის ომის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტურა ძირეულად შეიცვლება და ეს უკვე ცალსახაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ჩვენ ჯერ არ  ვიცით, ამ ახალ არქიტექტურაში როგორ ჩაჯდება საქართველო ან როგორ ჩასვამენ.

“ჩვენ ჯერ არ  ვიცით, ამ ახალ არქიტექტურაში როგორ ჩაჯდება საქართველო ან როგორ ჩასვამენ. არის ალბათობა, რომ რაღაც-რაღაცები ჩვენ შესახებ, ჩვენს გარეშე გადაწყდეს ე.წ. realpolitik ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ალბათ შინაგანად ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ისე როგორც ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენი ისტორია გავიხსენოთ.

ვართ კი მზად? არ მგონია, იქიდან გამომდინარე, რასაც ვაკვირდები. შინაგანი მდგრადობის დიდი დეფიციტი ჩანს”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები