საჩხერის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ქორეთისა და საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა. ამ მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კალვათის, ქორეთის, საირხისა და ჭორვილის მოსახლეობას შეხვდნენ.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ კალვათას 12000 ლარი გამოეყო. მოსახლეობის მიერ წარდგენილი იყო შემდეგი საკითხები:
1.მოსაცდელის რეაბილიტაცია;
2.კაპანაძეების უბანში დასასვენებელი სივრცის მოწყობა;
3.სპორტული მოედნის შემოღობვა.
საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოეწყოს დასასვენებელი სივრცე კაპანაძეების უბანში.
სოფელ ქორეთს 20000 ლარი აქვს გამოყოფილი. მოსახლეობის მიერ დაყენებული იყო შემდეგი საკითხები: სოფელ ქორეთში, ლომიძეების უბანში სპორტული მოედნის, საუბნო გზისა და პასიეთის უბანში სპორტული მოედნის მოწყობა. საბოლოოდ გადაწყდა პასიეთის უბანში სპორტული მოედნის მოწყობა.
სოფელ საირხეს გამოყოფილი აქვს 20000 ლარი. აქ განსახილველი საკითხები იყო:
1.ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა;
2.ჭიღლაძეებისა და ლაშხების უბანში დასასვენებელი სკვერის მოწყობა;
3.მაჭარაშვილების უბანში სპორტული მოედნის მოწყობა;
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, გარე განათების მოწყობა ცენტრალურ გზაზე.
სოფელ ჭორვილას გამოყოფილი აქვს 20000 ლარი. მოსახლეობის მიერ დაყენებული იყო შემდეგი საკითხები:
1.ცენტრალურ გზაზე გარეგანათების მოწყობა;
2.მჭედლიშვილების უბანში სპორტული მოედნის მოწყობა;
3.ბურძენიძეების უბანში დასასვენებელი სკვერის მოწყობა;
4.მაჭავარიანების უბანში, ცაცხვებში, სკვერის მოწყობა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ გზაზე გარე განათება მოეწყობა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წლის 7 მარტს დაიწყო და ყველა სოფელს მოიცავს.