„სპეცოპერაცია გაცილებით ადრე უნდა ჩატარებულიყო, ღმერთმა ნუ ქნას, გავჩერდეთ“ – რუსეთის სახალხო არტისტი

„უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით დაწყებული სპეცოპერაცია ერთადერთი გონივრული გამოსავალია“, – ასე აფასებს რუსეთის სახალხო არტისტი, ალექსანდერ პაშუტინი რუსეთის სამხედრო ინტერვენციას სუვერენულ ქვეყანაში.

კინოსა და თეატრის მსახიობი კრემლის პოლიტიკას ამართლებს და ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი სამხედროები სამამულო ომის მონაწილეებთან უნდა გათანაბრდნენ:

„ეს 1941 წლის მოვლენების გამეორებაა, როდესაც მთელი ევროპა ჩვენს წინააღმდეგ გამოვიდა. ყველა სანქცია, ამერიკელების მოქმედებაც ამაზე მეტყველებს. მე არაფრის მეშინია. ყურადღებით მოუსმინეთ ჩვენს პრეზიდენტს, რომელმაც თქვა: „4 წუთი და ჩვენს თავზე გამოჩნდებოდა ჭურვი“…დიახ, ტუალეტში შესვლას ვერ მოვასწრებდით, ამ ჭურვს უკვე მოსკოვის ცენტრში ვიხილავდით.

ბუნებრივია, მე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი და არამხოლოდ მე, ვფიქრობ, რომ სპეცოპერაცია გაცილებით ადრე უნდა ჩატარებულიყო. იმიტომ, რომ ყელზე მარყუჟი მოგვიჭირეს… პუტინმა ხომ არაერთხელ თქვა – ნატოს ბაზებს ნუ აახლოებთ ჩვენს გარშემოო…შეხედეთ რუკას, გარშემო, შემოგვარტყეს წრე თავისი ჭურვებით…

ღმერთმა ნუ ქნას, რომ გავჩერდეთ! მე ადრეც ვთქვი, ბიჭები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან უნდა გავათანაბროთ…იქნებ, ისინი ახლა იმ ასრულებენ საქმეს, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა და მათმა წინაპრებმა ვერ დაასრულეს – ანადგურებენ „ბანდერელების“ ნარჩენებს…

ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 1812 წელს, მოვიგეთ 1945 წელს და ეჭვგარეშეა, გავიმარჯვებთ 2022 წელსაც! იმედი მაქვს, ეს იქნება ბოლო გამარჯვება და სხვა აღარავინ შეგვეხება!”, – აცხადებს მსახიობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები