მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები ისევ დაბომბეს. ავიაიერიში კულება-ლავროვის მოლაპარაკებების პარალელურად განხორციელდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა აზოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, აფეთქება იყო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.