უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამასთან, გამოცემა Reuters-ის ცნობით, შეხვედრის მიმდინარეობისას ლავროვს პირობა არ დაუდია, რომ მარიუპოლის მცხოვრებლების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს უზრუნველყოფდნენ.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მზადაა, ლავროვს იმავე ფორმატში ისევ შეხვდეს.