IAEA-ს ხელმძღვანელი, უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების განსახილველად, თურქეთში მიემგზავრება
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი თურქეთში მიფრინავს, რათა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისა და სხვა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება განიხილოს. შესაბამის განცხადებას IAEA-ს ხელმძღვანელი Twitter-ზე აქვეყნებს.
“მივდივარ ანტალიაში, თურქეთში, რათა განვიხილო უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფის გადაუდებელი საკითხები“, – წერს რაფაელ გროსი.
ანატოლიის დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში დღეს, 10 მარტს არის დაგეგმილი.