10 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 829 114 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 829 114 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 352 561 ადამიანი, ანუ, 18 წლის ასაკის მოსახლეობის 47.1%. სრულად ვაქცინირებულია 1 250 026 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.5%.
ბუსტერ დოზით აცრილია 223 682. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 057 (2.29%) სრულად აცრილია – 3 201(1.80%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 542(15.47%) სრულად აცრილია- 11 103 (13.69%). 9 მარტს ჩატარდა 976 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.