ოთარ შამუგია – „არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის”

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის და სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებსა და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები