ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წელს განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილა რეგიონში განვითარებული მოვლენების პარალელურად საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებით და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება.
შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საზღვრის მიმართულებაზე, ასევე, დანაშაულის სტატისტიკაზე. აგრეთვე, იყო მილსადენების საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. ეს იყო მთავარი მიმართულებები, რომლებზეც ვიმსჯელეთ, ასევე, განვიხილეთ სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების საკითხიც”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები