სერგი ხიდეშელმა, გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა, გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან, ლიკა ბაციკაძესა და ნათია ბერაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: სახალხო დამცველის მანდატი, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენცია, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პირთა ჩართულობა.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის, „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.