მოსამართლემ გიგი უგულავა ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი – დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები