ირაკლი ქადაგიშვილი: რუსეთიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა

რუსეთის ფედერაციიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში შემოდიოდნენ, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირდაპირი აუცილებლობა არ არის.

„გასაჯაროებულია რიცხვები და ანალოგიური პერიოდის მონაცემები. ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში შემოდიოდნენ, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირდაპირი აუცილებლობა არ არის. რა თქმა უნდა, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა საფრთხისგან დაცული იყოს, მათ შორის, ისეთი საფრთხეებისგან, რაც რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი მოქალაქისგან შეიძლება, მომდინარეობდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები