დავით სერგეენკო: რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება
“აშკარად უადგილოდ ჩანს, რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ნაბიჯი მხოლოდ ცალმხრივად, რუსეთის მხრიდან არის გადადგმული და არ აქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს ქართული მხარე.
“აშკარად უადგილოდ ჩანს, რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება. ვეცადე მომეძიებინა ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს არის 2-3 წლის წინ დაწყებული მოლაპარაკების პროცესი, რომელზეც ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგა ჯერჯერობით ცალმხრივად, რუსეთიდან. არ ვიცი ჩვენ რას ვაპირებთ. მეხუთედ ვიტყვი, მართლა უადგილოდ მომეჩვენა ეს”, – განაცხადა სერგეენკომ.