მამუკა მდინარაძე: საქართველო უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც  უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად მაქსიმუმს აკეთებს.

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და, ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები