“რუსეთის ბევრი ინიციატივა პირდაპირ მიმართულია საქართველოში შიდა დაპირისპირებასა და საზოგადოების გახლეჩაზე”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„პროდუქტის რუსეთში გატანის სურვილი ვისაც ჰქონდა, განაცხადი 2020 წელს არის გაკეთებული, თუმცა, მათ ახლა მისცეს უფლება, რაც შემთხვევითი არაა. რუსეთის ბევრი ინიციატივა პირდაპირ მიმართულია საქართველოში შიდა დაპირისპირებასა და საზოგადოების გახლეჩაზე. რუსეთი ყოველთვის ასე მოქმედებდა და უნდა გვეყოს იმის ჭკუა, გამოცდილება, რომ ასეთ იაფფასიან გზავნილებს არ ავყვეთ და ერთმანეთთან კინკლაობა რძის პროდუქტების გამო არ უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.