ლევან დავითაშვილი – რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე: ოფიციალურ კომუნიკაციას დაველოდოთ
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ კომუნიკაციას უნდა დაველოდოთ.
„დაველოდოთ, რა იქნება. კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს. დაველოდოთ ოფიციალურ კომუნიკაციას. ეს მარტივი საკითხი არ არის, გვესმის საკითხების მგრძნობიარობა. ძალიან ფრთხილები ვართ. ასევე, ფრთხილები ვიქნებით გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.