დავით ზალკალიანი: ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ
ეს არის შესაძლებლობა და ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ გამოხმაურებები პოზიტიურ მოლოდინს გვიჩენს, რამდენიმე გამოხმაურება ვნახეთ სხვადასხვა ქვეყნის და თქვეს, რომ მზად არიან, დაჩქარებულად განიხილონ. უნა ვიცოდეთ, რომ იმ გარემოებებმა, რაც შექმნილია უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, შესაძლოა, პროცესები დააჩქაროს. ერთობის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობის დემონსტრირება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივში იქნება აღქმული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.