ირაკლი კობახიძე: დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება
„დღესავით ნათელია, რომ მათ [ნაციონალურ მოძრაობას] არ უხარიათ ქვეყნის სიკეთე და ეს ორმაგი სტანდარტები და არათანმიმდევრულობა სწორედ ამაზე მეტყველებს. ყველამ ვიცით, რომ მათგან გამორიცხული არაფერია. მათ მუდმივად ამოძრავებთ ისეთი მიზნები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ინტერესებთან”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
“ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ქვეყანა ჩართონ ომში, სამხედრო კონფლიქტში და ეს განზრახვაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესს, გავხდეთ ევროკავშირის წევრის. რა თქმა უნდა, დასუსტებული და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ასეთ შემთხვევაში იმის პერსპექტივა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არის ძალიან დიდი“, – განაცხადა კობახიძემ.