კულება: უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევიანების შესახებ საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა იყოს განხილული
უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა იყოს განხილული, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ონლაინბრიფინგზე განაცხადა.
„ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი პარტნიორების, საქართველოსა და მოლდოვასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინის საკითხი აბსოლუტური გამონაკლისია. დაჟინებით მოვითხოვთ, ჩვენი საკითხი დამოუკიდებლად და რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში იქნეს განხილული“, – აცხადებს კულება.