ვოლსკი – ოპოზიციაზე: როდესაც დაინახეს, რომ მმართველ ძალას აქვს ხელში ევროკავშირში გაწევრიანების რესურსი, მთელი რესურსი, მათ შორის, ფულადი მიმართეს ოფიციალური ლობისტებისკენ
“როდესაც დაინახეს, რომ მმართველ ძალას აქვს ხელში ევროკავშირში გაწევრიანების რესურსი, მთელი რესურსი, მათ შორის, ფულადი მიმართეს არა მარტო ოფიციალური ლობისტებისკენ, რომლებმაც ხელი უნდა შეუშალონ ყველაფერს, რასაც ჰქვია ჩვენი სწრაფი სვლა ევროკავშირისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ღიად გამოდიან და ამბობენ ამ ყველაფერს. ახლა მოიგონეს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში რაღაც მუხლი არ არის შესრულებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.