ხარკოვის მერი: მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის, თბილისის მერის  

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია УKPAIHA 24-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება.

“მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი – ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში”, – აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები