ვოლნოვახიდან 400 ადამიანის ევაკუაცია მაინც მოხერხდა
მიუხედავად „მწვანე დერეფნის“ დარღვევისა, რუსეთის მხრიდან ვოლნოვახიდან 400 ადამიანის ევაკუაცია მაინც მოხერხდა. აღნიშნულის შესახებ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, პაველ კირილლენკო იტყობინება.
„ეს ის ადამიანები არიან, ვინც წინადღეს თავად მოახერხა დასახლებულ პუნქტამდე მისვლა, სადაც საევაკუაციო ტრანსპორტი იყო, გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტი ადამიანის ევაკუაციას ვგეგმავდით და ამის სატრანსპორტო საშუალებაც გვქონდა, კოლონის გადაადგილების შეწყვეტა მოგვიწია, ვინაიდან რუსებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ვოლნოვახს – იქ გადაადგილება ძალიან სახიფათო იყო“.
ამჟამად, ევაკუირებული 400 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.