პუტინი – უკრაინაზე: თუკი ისინი ისევ ისე გააგრძელებენ, მაშინ ეჭვქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუკი უკრაინა „ისევ ისე გააგრძელებს“, მაშინ ის „საკუთარ სახელმწიფოებრიობას ეჭვის ქვეშ დააყენებს“. აღნიშნულის შესახებ მან ტელეარხ Россия 24-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღევანდელ ხელმძღვანელობას კიევში უნდა ესმოდეს – თუკი ისინი ისევ ისე გააგრძელებენ, მაშინ ეჭვის ქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობას და თუკი ეს ასე მოხდება – მაშინ ეს მთლიანად მათ სინდისზე იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსი მეომრები მომავლისთვის იბრძვიან.