მამუკა მდინარაძე: სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან

უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სმართლე მაინც ყოველთვის გაიმარჯვებს.
“ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის – უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!..

ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარესაფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან…

განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთო ეროვნული მიზანი აფერხებთ…

არაუშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!

დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები