რეზნიკოვი: 66 224 უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა ურდოსგან

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად 66 224 ადამიანი დაბრუნდა.

“66 224 – ამდენი ადამიანი ახლა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა უკრაინაში! უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ! იბრძოლე უკრაინელივით”, – წერს რეზნიკოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები