Bloomberg-მა რუსეთში საკუთარი ჟურნალისტების მუშაობა შეაჩერა
სააგენტო Blooomberg-მა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ახალი კანონი მიიღო „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებასთან დაკავშირებით უკრაინაში ომის შესახებ, რუსეთში საკუთარი თანამშრომლების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP, Bloomberg-ის რედაქტორ ჯონ მიკლეტვეიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ სამწუხაროდ მივიღეთ გადაწყვეტილება შევაჩეროთ ფაქტების მოგროვება რუსეთში“, – ამბობს რედაქტორი ჯონ მიკლეტვეიტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ კანონი რომელსაც ვლადიმერ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა: „როგორც ჩანს დაწერილია იმისთვის, რომ ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტისგან დამნაშავე გამოიყვანოს, რაც შეუძლებელს ხდის ნამდვილ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ქვეყანაში“.