ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში, ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, არის სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ
უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში და ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, ეს არის სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვასაც გამოეხმაურა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა შვიდ ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართა.
„მე ვუსმენდი ამ მიმართვას. ეს იყო, როგორც ჩანს საერთო მიმართვა, ყველა ქალაქს ეკუთვნოდა, რადგან აქ არ იყო დაკონკრეტებული საქართველო და ის კონტექსტი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას.
დღეს, რა თქმა უნდა, უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში და ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, ეს არის სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოს მიმართ და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.