ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოებს: დღეს საქართველოს თავდაცვის სისტემის მოშლის ხარჯზე უკრაინის სამხედრო პოტენციალს გაძლიერებას გვთავაზობთ

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო,” არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად რა საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვისაა ცნობილი. ამჯერად, კი სხვა NGO-ბთან ერთად წერილი მოუმზადებია, სადაც უკრაინის მხარდაჭერა თავისებურად ჩვენი ხელისუფლების ჭკუის დარიგებით და მცირეოდენი კრიტიკით შეუზავებია,“ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ განცხადებას, რომელსაც ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს დღეს, უკრაინის საკითხი ძალიან პოპულარულია: ზოგი რითი ეხმრება და ზოგიც რით, მაგრამ ყველაზე უფრო მაინც ავანტურისტებმა და უვიცებმა ისარგებლეს. აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო,” არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად რა საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვისაა ცნობილი. ამჯერად, კი სხვა NGO-ბთან ერთად წერილი მოუმზადებია, სადაც უკრაინის მხარდაჭერა თავისებურად ჩვენი ხელისუფლების ჭკუის დარიგებით და მცირეოდენი კრიტიკით შეუზავებია. დღეს, უკრაინის საკითხი ძალიან პოპულარულია: ზოგი რითი ეხმარება და ზოგიც რით, მაგრამ ყველაზე უფრო მაინც ავანტიურისტებმა და უვიცებმა ისარგებლეს. აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: უკრაინას გადავცეთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებიო, რომ იძახით ჩვენ რომ დაგვჭირდეს, როგორ მოვიქცეთ? მტერს რა ვუთხრათ არასამთავრობის რჩევით უკრაინელებს გადავეცით და დედას გაფიცებთ თვითმფრინავებით არ დაგვბომბოო? იცით თუ არ თქვენ, რომ შეიარაღებაზე და ტექნიკაზე, რომელიც გადმოცემულია ან შესყიდულია სხვაგან, მოქმედებს განსაკუთრებული შეთანხმება, რომელიც არა მარტო ზღუდავს მესამე ქვეყანაზე გადაცემას, არამედ პირდაპირ კრძალავს ან ახალ შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომელსაც თვეები სჭირდება. იცით თუ არა რომ თითოეული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებას რა მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ქვეყნის საერთო თავდაცვის გეგმაში? ეს გეგმები მოვშალოთ, თუ თქვენ ახალს შესთავაზებთ სახელმწიფოს? და ბოლოს, თავს უფლებას მივცემ და ერთ რამეს გირჩევთ. დღეს, უკრაინას უფრო ცოცხალი ძალები სჭირდება, საქართველოსთვის თქვენ არც გიომიათ და არც იომებთ, აქაურ ხელისუფლებას იქაური, ქართულ დროშას უკრაინული გირჩევნიათ. დღეს კი საქართველოს თავდაცვის სისტემის მოშლის ხარჯზე უკრაინის სამხედრო პოტენციალს გაძლიერებას გვთავაზობთ. არც ერთ ქვეყანას არ გადაუცია შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც მისი თავდაცვის შესაძლებლობებს, თუნდაც ოდნავ დააზარალებდა. ჩვენ ჭარბი გვაქვს? ჭარბად თქვენ ხართ, ჰოდა, წადით უკრაინაში და იომეთ. დაამტკიცეთ, რომ გული შეგტკივათ, სხვას კი ნუ მოუწოდებთ პირადი მაგალითები გვაჩვენეთ, ჩვენც და უკრაინასაც.” წერს ნიკოლეიშვილი facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები