ვლადიმერ ბოჟაძე: ედუარდ მარიკაშვილი დღეს სრულად გაშიშვლდა საზოგადოების წინაშე, ის მოღალატეთა შორის აზრის ლიდერად გვევლინება

“ახლა ამ რეზიდენტს აქვს დავალება, რომ ისე გაიგოს, როგორც მის პატრონებს უნდათ. და შემდეგ ისე თქვას, როგორც დაავალებენ, რათა შემდგომში კიდევ უფრო დიდი გრანტი მიიღოს”- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ედუარდ მარიკაშვილის “ფეისბუკ” პოსტს.

“ამ მძიმე მდგომარეობამ ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოახდინა, მაგრამ ეს ედუარდი მაინც განსაკუთრებული ეგზემპლარია და დღეს სრულად გაშიშვლდა საზოგადოების წინაშე, ის დღეს მოღალატეთა შორის აზრის ლიდერად გვევლინება. თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ მიხვდა რა ითქვა ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე? ძალიან კარგად მიხვდა, რომ ჰკითხოთ ადამიანის უფლებათა გულანთებული დამცველია მაგრამ, ახლა ამ რეზიდენტს აქვს დავალება, რომ ისე გაიგოს, როგორც მის პატრონებს უნდათ და შემდეგ ისე თქვას, როგორც დაავალებენ, რათა შემდგომში კიდევ უფრო დიდი გრანტი მიიღოს.

სამწუხაროა, რომ ამ მეხუთე კოლონას ერთხელ და სამუდამოდ ვერ მოეღო ბოლო ჩვენ ქვეყანაში. რუსის ჯარზე უფრო საშიში ეს ხალხია, ენჯეოებს ამოფარებული ჰალსტუხიანი აგენტურა, რომლებიც იარაღის ნაცვლად დეზინფორმაციას იყენებენ და ხალხის ტვინებს ამ მარაზმით წამლავენ!”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები