შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ქვეყნის შერყევის მცდელობებს და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილია საპარლამენტო უმრავლესობა, მათ შორის, პარლამენტი, რომ ეს პერიოდი შენარჩუნდეს სიმშვიდე და მშვიდობა ქვეყანაში
„იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში და ვართ უსაფრთხოების მხრივ გაზრდილი რისკების წინაშე, პარლამენტი ცდილობს, იყოს ფრთხილი, რომ არ იყოს რაიმე განხეთქილების დემონსტრაცია, მათ შორის, პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ განცხადებებს მედიის საშუალებით, სოციალურ ქსელებში, ასევე, დესტაბილიზაციის პირდაპირ მცდელობებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილია საპარლამენტო უმრავლესობა, რომ ეს პერიოდი შენარჩუნდეს სიმშვიდე და მშვიდობა ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, მიდის დისკრედიტაციული კამპანია სახელმწიფო ინსტიტუტების, მთავრობას, პარლამენტის წინააღმდეგ.
„რიგგარეშე სხდომა როდესაც ჩაინიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ კვორუმი არ შეადგინა და შესაბამისად, არ ჩატარდა რიგგარეშე სხდომა. ეს მაშინაც ითქვა და დღესაც ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მოტივაცია გახლავთ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განსაკუთრებით ცდილობს, იყოს ფრთხილი ამ პერიოდში, რომ პარლამენტი, მათ შორის, მისი სიმბოლური დატვირთვის გათვალისწინებით, არ იყოს განხეთქილების და უთანხმოების დემონსტრირების ადგილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.