შალვა პაპუაშვილი: არის მომენტი, როდესაც შეიძლება, არ იყოს ადვილი ერთობის პოვნა, რაც ახლა არის მნიშვნელოვანი – ეს არის კონსოლიდაცია
„არის მომენტი, როდესაც შეიძლება, არ იყოს ადვილი ერთობის პოვნა. რაც ახლა არის მნიშვნელოვანი – ეს არის კონსოლიდაცია. არა შეიძლება თანხმობა ყველაფერზე, არამედ კონსოლიდაცია და იმის გათვალისწინება, რომ ასეთ ექსტრა-ორდინალურ სიტუაციაში მნიშვნელოვანი არის დემოკრატიას მივანდოთ მათ შორის, ჩვენი საკითხები”,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„რაც შეეხება პარლამენტში არსებულ განწყობებს, თავისთავად, ის უნდობლობა, რომელიც არის პარტიებს შორის და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, არ არის ახალი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ამ მომენტში ერთობა, მაგრამ ეს არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება არ იყოს ადვილი ამ ერთობის პოვნა, აქ რაც ახლა არის მნიშვნელოვანი- ეს არის კონსოლიდაცია. არა შეიძლება თანხმობა ყველაფერზე, არამედ კონსოლიდაცია და იმის გათვალისწინება, რომ ასეთ ექსტრა-ორდინალურ სიტუაციაში მნიშვნელოვანი არის დემოკრატიას მივანდოთ მათ შორის, ჩვენი საკითხები. დემოკრატია კი გულისხმობს წარმომადგენლობას პარლამენტში, გულისხმობს არჩეულ მთავრობას და შესაბამისად, კონსოლიდაცია უნდა იყოს ჩვენი მთავრობის გარშემო. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ეს პერიოდი ერთობით და სიმშვიდით გავატაროთ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.