შალვა პაპუაშვილი: ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების გარშემო

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ სიტუაციაში და ამას ყველა ვაცნობიერებთ, იმედია. ეს ექსტრაორდინალური სიტუაცია არის სწორედ ის ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და რომელიც, რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის საქართველოს უსაფრთხოებასთან. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია ქვეყნის და კონსოლიდაცია სახელმწიფო ინსტიტუტების გარშემო და, რა თქმა უნდა, მთავრობა გახლავთ ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც წარმართავს როგორც ქვეყნის შიდა, ისე – საგარეო საკითხებს და მნიშვნელოვანია აქ სწორედ მხარდაჭერა და კონსოლიდაცია მთავრობის გარშემო და არა დისკრედიტაცია, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ ხოლმე ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი ამოცანა, რაც უნდა ჰქონდეს ყველას, პოლიტიკოსს, თითოეულ მოქალაქეს, ხელისუფლებას, მის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, ეს არის სიმშვიდე ქვეყანაში, ვინაიდან, მისივე თქმით, ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, სადაც გაზრდილია რისკები, ადვილია პროვოკაციები და აქედან გამომდინარე, სიმშვიდის შენარჩუნება არის ყველას ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

„მთავარი ამოცანა, რაც უნდა ჰქონდეს ყველას, პოლიტიკოსს, თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, მთავრობას, ხელისუფლებას, მის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, ეს არის სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, სადაც განსაკუთრებით არის დიდი და გაზრდილი რისკები, ვხედავთ, რომ ადვილია პროვოკაციები. აქედან გამომდინარე, ამ სიმშვიდის შენარჩუნება გახლავთ ყველას ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით უნდა ვუყუროთ ყველაფერს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები