სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ აღარ წარდგება
ბიურომ ხვალ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის საკითხს მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამართვის თარიღის შესახებ მსჯელობდნენ. დისკუსიის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით 5 მარტს წარდგენას მხარი არავინ დაუჭირა.
“ქართული ოცნება” პრეზიდენტს სთავაზობს, ამ ფორმატში მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს, რომელიც 15 მარტს ჩატარდება.