სალომე ზურაბიშვილი: ვიმედოვნებ, ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა
ზარი მქონდა ენტონი ბლინკენთან. ვთანხმდებით უკრაინის მიმართ, ჩვენს ორმხრივ მხარდაჭერაზე, – აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბრის დეტალების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.
ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული შეთანხმების პროცესს მხარს უჭერს, რის გამოც ზურაბიშვილი ბაიდენს მადლობას უხდის.
,,მქონდა ზარი აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. ვთანხმდებით უკრაინის მიმართ, ჩვენს ორმხრივ მხარდაჭერაზე. ვაფასებთ, აშშ-ს, როგორც ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასეთ რთულ დროს.
მადლობა, პრეზიდენტ ბაიდენს ეროვნული შეთანხმების პროცესის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, მდივანი ბლინკენი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა”, – წერს ზურაბიშვილი.