კახა კალაძე: ევროკავშირში განაცხადი არის საკითხი, რომლის ირგვლივ მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
ევროკავშირში განაცხადი არის საკითხი, რომლის ირგვლივ მიმაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალისხმევით, ვისაც რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სამწუხარო და დასანანია იმ რიტორიკისა და განცხადებების მოსმენა, რასაც ოპოზიციისგან ვისმენთ.
„ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. ეს ყველა ოპოზიციურ პარტიას და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკოს არ ეხება. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივ მიმაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალისხმევით, ვისაც რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ შეიძლება გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება გვქონდეს, მაგრამ ეს არის თემა, რომლის ირგვლივ ყველა უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.