გივი მიქანაძე: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია
“მინდა, დაგარწმუნოთ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ ევროკავშირისგან შესაბამისი განაცხადის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ჩვენს ისტორიაში შევა. ეს არის ნაბიჯი, გადადგმული ევროპულ ოჯახში ჩვენი კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად და ეს არის დღე, რომელსაც ბევრი პროცესი უძღოდა წინ. მინდა, დაგარწმუნოთ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია. რაც შეეხება პროცედურებს – ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან შესაბამისი განაცხადის განხილვას დაჩქარებული წესით“, – განაცხადა მიქანაძემ.