გიორგი ხელაშვილი: მთლიანად შეცვლილია დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მიმართ, შეცვლილია საფრთხეებისა და პერსპექტივის აღქმა

“მთლიანად შეცვლილია დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მიმართ. შეცვლილია საფრთხეებისა და პერსპექტივის აღქმა, სამომავლო განწყობები და უფრო მეტად არის დაფასებული დროზე გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ხელაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა.

„ჯობს, რომ ეს განაცხადი ადრე გავაკეთეთ. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ევროკავშირში ვინმე შეღავათს გაგვიწევს მიღებისას, მაგრამ მთლიანად შეცვლილია დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მიმართ. შეცვლილია საფრთხეებისა და პერსპექტივის აღქმა, სამომავლო განწყობები და უფრო მეტად არის დაფასებული დროზე გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა. თავის დროზე რომ მიეღოთ საქართველო და უკრაინა ნატოში, ეს აღარ მოხდებოდა. ასე რომ, სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ გავუსწარით მოვლენებს და 2 წლით ადრე შევიტანეთ ეს განაცხადი, ვინაიდან ახლა დასავლეთიდან დახმარება არის მეტად მოსალოდნელი და დროული, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები