გიორგი ვაშაძე: საქართველომ ძალიან ბევრი გაიღო, რომ მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას – ახლა არის ეროვნული თანხმობის დრო

მოვუწოდებ ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში განხორციელდეს ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი სტრასბურგში, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნით ოფიციალური განაცხადის საკითხს ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი გაიღო იმისთვის, რომ მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას და ახლა იწილო-ბიწილოს და გარჩევის დრო აღარ არის.

„გავაკეთოთ ერთობლივი დელეგაცია, პოზიციისა და ოპოზიციის, ყველანი ერთად ჩავიდეთ ბრიუსელში, დავიწყოთ პირდაპირ საუბარი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, დავიწყოთ ფართო კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას. ახლა არის ეროვნული თანხმობისა და ერთად მუშაობს დრო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები