“არავის უთქვამს ზელენსკის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც კავშირზე. აქ საუბარია პირდაპირ კავშირზე იმ ადამიანების, ვინც ზელენსკის გარშემო ახვევია და, მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერზე, მის დასაყრდენზე, არახამიაზე, რომელიც ყველა პროცესში მოწინავე პოზიციაზე დგას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„საიდან და რატომ ჩნდება კითხვები? ორი აზრია, ზელენსკიმ მიიღო დრამატული გადაწყვეტილება ისე, რომ არავის არ ჰკითხა. არის მეორე ვერსიაც, ჩვენ რისი იმედიც გვაქვს. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ქვეყანა არ არის, როგორშიც საქართველოა. საქართველოს ელჩი უკრაინაშია და დაბომბვის ქვეშ არიან ის და საელჩოს სხვა თანამშრომლები. ათასობით ადამიანია სწორედ რუსეთის აგრესიის გამო, ათასობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი არიან მძევლებად. ჩვენი პატარა ქვეყანა თავისი მცირე რესურსებით არის ზარბაზნის ქვეშ, როცა წინ არაფერი უდგას რუსეთის ფედერაციას, რომ განახორციელოს გარკვეული აგრესია და დაანგრიოს ეკონომიკაც. რუსეთის მხრიდან არაფერი არ ხდება ისეთი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ იყოს. აქედან გამომდინარეა ჩვენი დასკვნები. ასობით ადამიანი სისხლს აბარებს და არავინ ერთმანეთს არ ეკითხება პოლიტიკურ პოზიციებს. ათასობით ტონა ტვირთი, ჰუმანიტარული დახმარება მიდის. გაერო-ში, ევროსაბჭოში, ეუთო-ში ჩვენი პოლიტიკური ლიდერების განცხადებები კეთდება და ამას ნაციონალები ევრონესტში არ შეერთებიან. ეს გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ექსტრაორდინალური ხდება, რადგან ელჩი გაიწვიეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.