რუსეთმა ციფროვიზაციის ეპოქაში პირწმინდად წააგო საინფორმაციო ომიც, რაც ანტიდასავლურ დისკურსში, მისი წამყვანი იარაღი იყო – გიორგი ცუცქირიძე
ჩვენ ვდგავართ დიდი ცვლილებების მიჯნაზე, შანსი რომელიც ახლა გვეძლევა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დასავლურ ცივილიზაციის ნაწილად ქცევის მრავალი თაობის ოცნების ახდენის თვალსაზრისით, საუკუნის შანსადაც უნდა მოინათლოს, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე წერს, რუსეთი არა მხოლოდ ტექნოლოგიურად ჩამორჩება დასავლეთს, არამედ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაზრდილია, რაც მიმდინარე ომმაც დაადასტურა.
მისი თქმით, რუსეთმა ციფროვიზაციის ეპოქაში პირწმინდად წააგო.
“კაცს, რომელსაც “სლიპინ ჯოს” ეძახდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უძლიერესი საერთაშორისო კოალიცია შექმნა და ფაქტობრივად ბეჭებზე დადო, ნეო იმპერიული ბაცილით შეპყრობილი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ტრამპი რომელმაც ჯო ბაიდენს ეს თიკუნი შეარქვა, ზოგჯერ გენიოს და პატრიოტ ვოვას ეძახდა.
რუსეთის ნეო იმპერიის დრო დასრულებულია, სანქციებში ასახულმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა ომმა, რამაც სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია რუსეთი, რუსული მესიანიზმის სიდუხჭირე ცხადად გამოაჩინა. ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ პარადიგმაზე აგებული პუტინის დოქტრინა, პირწმინდად დამარცხდა იდეოლოგიურ ომში ლიბერალიზმთან, რომელიც როგორც ჩანს გამოდის ბოლო წლების იდეა ფიქსებიდანაც, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი მხარე, იუვენალური კანონმდებლობის პროპაგანდირება იყო, რაზეც ასე სპეკულირებდა რუსული პროპაგანდა.
კონსერვატიული დისკურსის ფარგლებში, დასავლეთი წარმოჩენილი იყო როგორც დევიანტური და გარყვნილი, მაშინ, როდესაც რუსეთი ტრადიციული ღირებულებების უკანასკნელ საყრდენად მოიაზრება, რაც რუსეთის ნორმატიული ჰეგემონიის დამკვიდრების მნიშვნელოვან საფუძველსაც წარმოადგენდა,
როგორც დასავლური ალტერნატივის გადმოტანით პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, რაც გარკვეულწილად მოახერხა კიდეც, არა მხოლოდ საქართველოში.
ბაიდენის გამოსვლა კონგრესში იყო არა მხოლოდ საერთაშორისო კოალიციის ლიდერის გამოსვლა, არამედ მისი გამოსვლის დამაჯერებელი ტონი, მიანიშნებს კოალიციის უცილობელ გამარჯვებაზეც. რუსეთი არა მხოლოდ ტექნოლოგიურად ჩამორჩება დასავლეთს, არამედ სსრკ ის დაშლის შემდეგ, ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაზრდილია, რაც ამ ომმაც დაადასტურა.
რუსეთმა ციფროვიზაციის ეპოქაში პირწმინდად წააგო საინფორმაციო ომიც, რაც ანტიდასავლურ დისკურსში, მისი წამყვანი იარაღი იყო და არა თუ ჩვენთან, არამედ აღმოსავლეთ და თვით ბებერი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი ახდენდა პოლიტიკურ ზეგავლენას.
ჩვენ ვდგავართ დიდი ცვლილებების მიჯნაზე, შანსი რომელიც ახლა გვეძლევა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დასავლურ ცივილიზაციის ნაწილად ქცევის მრავალი თაობის ოცნების ახდენის თვალსაზრისით, საუკუნის შანსადაც უნდა მოინათლოს!
და ბოლოს, მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში მეტად დროული და შესანიშნავი ვიზიტისათვის და გაეროში საქართველოს ელჩს კახა იმნაძეს და მათთან ერთად ყველა დიპლომატს, საქართველოს და ქართველი ხალხის პოზიციის ასე მკაფიოდ წარმოჩინებისათვის”, – წერს იგი.