ტელეკომპანია “დოჟდი” რუსეთს ტოვებს და შესაძლოა საქართველოდან იმაუწყებლოს – იმედა დარსალია

ტელეკომპანია “დოჟდი” რუსეთს ტოვებს და შესაძლოა საქართველოდან იმაუწყებლოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იმედა დარსალია წერს.

ცნობისთვის, რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ორი დამოუკიდებელი მედია ,,ეხო მოსკოვი“ და ,,დოჟდი“ უკრაინაში შეჭრის შესახებ მათი გაშუქების სავარაუდო დარღვევების გამო დაბლოკა.

გენერალურმა პროკურორმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დასაცავად სპეცოპერაციის ფარგლებში რუსი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, კერძოდ, მათი ცნობით, „ეხო მასკოვი“ და „ტვ დოჟდი“ აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც ხალხს „ექსტრემიზმისკენ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ძალადობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივ დარღვევისკენ მოუწოდებენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები