ალექსეი არესტოვიჩი: ომის დაწყებიდან მეშვიდე დღეს უკრაინის ჯარი დონბასში შეტევაზე გადავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-7 დღეს უკრაინული ჯარი პირველად გადავიდა შეტევაზე. ამის შესახებ არესტოვიჩმა “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული ჯარები შეტევაზე დონბასში, გორელოვკას გარეუბანში გადავიდნენ.

“ომის დაწყებიდან მეშვიდე დღეს პირველად მოხდა, რომ უკრაინული ქვედანაყოფი შეტევაზე გადავიდა. ვფიქრობ, ეს არ არის ბოლო და უკანასკნელი კონტრშეტევა. მალე მოვა დრო, როცა ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს მიწას, არამედ გავათავისუფლებთ მას”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები