ნიკოლოზ სამხარაძე: გონჩარენკო არის პროვოკატორი, ის ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინელი ოპოზიციონერის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, სადაც ქართველებს სოხუმსა და ცხინვალში შეჭრისკენ მოუწოდებს, გამოეხმაურა და მას “პროვოკატორი” უწოდა.
მისი თქმით, გონჩარენკო პრორუსული განცხადებებით არის ცნობილი.

„გონჩარენკო ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით, შეგიძლიათ, ნახოთ მისი გამოსვლები 2014 – 2015 წლებში. ახლაც, როდესაც რაღაც პათეტიკურად მოგვიწოდა ქართველებს, რომ სოხუმსა და ცხინვალში წავსულიყავით, მის რუსულ პოსტსა თუ „ტვიტში“ სოხუმი და ცხინვალი აღნიშნული იყო, როგორც „სუხუმ“ და „ცხინვალ“, რაც არის ზუსტად რუსული დასახელება. ამიტომ, აქ ნათლად ჩანს მისი აზროვნების კვალი, ის არის პროვოკატორი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები