უკრაინის ელჩი საქართველოში: დღეს მექნება ბრიფინგი და დეტალებზე ვისაუბრებთ

“ნამდვილად კონსულტაციებისთვის გამიწვიეს”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს.

„დიახ, გიდასტურებთ. ნამდვილად კონსულტაციებისთვის გამიწვიეს. 17:30 საათზე მექნება ბრიფინგი და დეტალებზე ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ელჩმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები