“რუმინეთი ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ინტეგრაციას უჭერს მხარს” – რუმინეთის პრეზიდენტი

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ინტეგრაციას დაუჭირა მხარი.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ისევე – როგორც მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან. ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს”, – დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები