ხარკოვში დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 44 დაიჭრა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის ბოლო დაბომბვის შემდეგ, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებში 44 ადამიანი გადაიყვანეს, ხოლო 7 დაჭრილი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, ამიტომ, დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები