უკრაინულმა სამხედრო ძალებმა მარიუპოლში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც წინა დღით ქალაქსა და მიმდებარე სოფლებს ბომბავდა. ამის შესახებ რაიონის საკრებულოს პრესსამსახური იტყობინება.
„ჩვენმა სამხედროებმა – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ და აზოვის პოლკმა რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს, რომელმაც გუშინ ოთხჯერ გაისროლა სოფელ სარტანასა და მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონში.
დიდება ჩვენს დამცველებს! დიდება ჩვენს გმირებს, დიდება უკრაინას!“ – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.