დაღუპულია, დაახლოებით, 5300 რუსი სამხედრო – უკრაინის თავდაცვის უწყება ოკუპანტის დანაკარგის შესახებ ახალ მონაცემს აქვეყნებს

24 თებერვლიდან დღემდე, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს, დაახლოებით, 5300 რუსი სამხედრო შეეწირა

ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

მისი თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგია 24 თებერვლიდან – 28 თებერვლის 6:00 საათამდე: 29 თვითმფრინავი; 29 ვერტმფრენი; 191 ტანკი; 816 ჯავშანტექნიკა; 74 იარაღი; 1 “ბუკ”-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა; 21 “გრადი”; 291 საავტომობილო ტექნიკა; 60 ცისტერნა; 3 დრონი; თითო გემი და ნავი; 5 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

პირადი შემადგენლობა, დაახლოებით, 5300 ჯარისკაცია.

„ინფორმაცია არის საორიენტირო და შეიძლება, დაზუსტდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები, პირველ ყოვლისა, ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას“, – თქვა მალიარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები