Google Maps, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში რამდენიმე ფუნქციას ზღუდავს

Google Maps-მა, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში ორი ფუნქცია დაბლოკა, რომლებიც მომხმარებლებს რეალურ დროში აწვდიან ინფორმაციას.

CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფუნქციები მოიცავს რეალურ დროში ტრაფიკის კონტროლს, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ჯარმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ცვლილებები უკრაინელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ იქნა გამოყენებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები