“კადაფი, მუგაბე, ასადი და პუტინი” –  ავსტრალიამ პუტინს, ლავროვსა და შოიგუს სანქციები დაუწესა

MOSCOW, RUSSIA - FEBRUARY 2, 2019: Russia's Foreign Minister Sergei Lavrov (L) and Russia's President Vladimir Putin during a meeting at Moscow's Kremlin. Alexei Nikolsky/Russian Presidential Press and Information Office/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Ìèíèñòð èíîñòðàííûõ äåë ÐÔ Ñåðãåé Ëàâðîâ è ïðåçèäåíò ÐÔ Âëàäèìèð Ïóòèí (ñëåâà íàïðàâî) âî âðåìÿ âñòðå÷è â Êðåìëå. Àëåêñåé Íèêîëüñêèé/ïðåññ-ñëóæáà ïðåçèäåíòà ÐÔ/ÒÀÑÑ

ავსტრალიამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის მთავრობის წევრებს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.

„პრეზიდენტი პუტინი უერთდება ძალიან მცირე ჯგუფს, რომელშიც შედის ზიმბაბველი, რობერტ მუგაბე, ლიბიელი მუამარ კადაფი და სირიელი ბაშარ ალ-ასადი“, – თქვა მორისონმა.

პუტინის გარდა, სანქციათა სიაში შედიან, რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხრილ მიშუსტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ კოლოკოლცევი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.  სანქცირებულ პირებს ავსტრალიაში შესვლა აეკრძალებათ და მათი აქტივები გაიყინება.

მორისონმა ასევე განაცხადა, რომ კანბერა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის შესახებ, ასევე, სანქციებს რუსეთის ბანკის რეზერვების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები